სააკაშვილის ორ საქმეზე – 7 ნოემბრისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდებზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი გაიმართება

მსჯავრდადებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთდროულად ორ საქმესთან დაკავშირებით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი იმართება – საუბარია 7 ნოემბრისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ეპიზოდებზე. ორივე შემთხვევაში, მტკიცებულებების გამოკვლევა გრძელდება.
ადვოკატის ინფორმაციით, მოხერხდება თუ არა მათზე მსჯავრდადებული პრეზიდენტის დასწრება, გაურკვეველია.

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ