სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა – ზაალ ანჯაფარიძე

სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა – ზაალ ანჯაფარიძე
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე პატიმარ ს სასამართლო პროცესზე დღეს გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, არ აპირებს მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, თუმცა მის ადგილას რომ იყოს, სახალხო პლატფორმას ქუჩაში გადაიტანდა და თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, მას მხარს დაუჭერს.
„ორიოდე დღის წინ ვწერდი სააკაშვილ-ზურაბიშვილის ტანდემის შექმნის მცდელობაზე, რაც შედის ენმ-ს და მისი სატელიტი ოპოზიციის ინტერესებში – ზურაბიშვილის მეშვეობით შექმნან დესტაბილიზაცია, რომ მღვრიე წყალში ადვილად დაიჭირონ თევზი.
სააკაშვილის მოწოდება სხვა არაფერია თუ არა დესტაბილიზაციის ახალი კერის შექმნა ვნახოთ, გადაიქცევა თუ არა მარიონეტად სააკაშვილის ხელში და გამოაყენებინებს თუ არა მას თავს. იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წლებია, როგორც ჩანს საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის, გამორიცხული არაფერია. თუმცა, მცირე იმედია რჩება, რომ კეთილგონიერება შერჩა და საკუთარ ცხვირს იქითაც იყურება P.S. მიშას ჰგონია ჯვარს თუ ჩამოიკიდებს გამოსაჩენ ადგილას, ვინმეს მის ქრისტიანობაში და ღვთისმოშიშობაში დაარწმუნებს?“- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.
Next: ამბობს, რომ ხელისუფლებაში მისი და სააკაშვილის მოსვლის შემდეგ საქართველოში ბიზნესი და კერძო საკუთრება ხელშეუხებელი უნდა იყოს

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი: იყო შენი ქალაქის უკვე მესამე მოწვევის მერი – ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. თითოეულ გამოწვევას ღირსეულად უნდა გავცეთ პასუხი

“ქართული ოცნების” ჩოხატაურის მერობის კანდიდატი მინდია ჟღერია: გაკეთებული საქმეების გარდა, გვრჩება გამოწვევები და ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად