საავტომობილო საწვავის ხარისხში დარღვევები გამოვლინდა – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მორიგ კვლევას ასაჯაროებს

რამდენად შეესაბამება სტანდარტებს საქართველოში შემოტანილი საწვავი? გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მორიგი კვლევა ჩაატარა.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან, აღებულია დიზელის საწვავის 80 და საავტომობილო ბენზინის 20 ერთეული სინჯი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, დარღვევა 28 სინჯში გამოვლინდა. აქედან 25 დიზელის საწვავია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში ამბობენ, რომ ისინი ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა