ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში საავტომობილო გზების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ცალკეული მონაკვეთების რეაბილიტაციისთვის 4 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერები გამოცხადდა შემდეგ მონაკვეთებზე:
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ37–კმ56 მონაკვეთზე (მდინარე არყალას ხიდის დასაწყისიდან ხანდოს ხევის ხიდის დასაწყისამდე). ლოტი 1 მოიცავს კმ37–კმ46 მონაკვეთს, სადაც რეაბილიტაცია 10 კმ-იან გზის მონაკვეთს ჩაუტარდება. აღნიშნული გზა ემსახურება მცხეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც სატრანზიტო, ასევე ტურისტული მიმართულებით. პროექტის სავარაუდო ღირებულება 29 666 924 ლარია.
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის აბასთუმანი–ყანობილის საავტომობილო გზის კმ1–კმ5 მონაკვეთზე დაგეგმილია 5 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 7 149 572 ლარს.
საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური–ახალციხე–ვალეს საავტომობილო გზის კმ71–კმ76 მონაკვეთზე განხორციელდება 4.1 კმ-იანი გზის რეაბილიტაცია. აღნიშნული გზა აკავშირებს სამცხე–ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონებს, აქვს ტრანზიტული ფუნქცია თურქეთის რესპუბლიკასთან და ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტს წარმოადგენს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 7 509 573 ლარია.
ასევე, გამოცხადდა ტენდერი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო–ჩოხატაური–ოზურგეთი–ქობულეთის საავტომობილო გზის კმ70–კმ72 მონაკვეთის რეაბილიტაციაზე. დაახლოებით 2 კმ-იანი მონაკვეთი მეტწილად ქალაქ ქობულეთის ცენტრალურ ნაწილში გადის. პროექტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს 1 965 048 ლარს.
რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, აღნიშნულ მონაკვეთებზე უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხო, შეუფერხებელი და კომფორტული გადაადგილება, რაც დადებითად აისახება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ გადაადგილებაზე, ისე რეგიონების ტურისტულ პოტენციალზე.
პროექტები სრულად ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
შესყიდვის ბმულები:
მცხეთა – სტეფანწმინდა – ლარსის საავტომობილო გზის კმ37-კმ56 (მდინარე არყალას ხიდის დასაწყისიდან – ხანდოს ხევის ხიდის დასაწყისამდე მონაკვეთი) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (ლოტი 1 – კმ37-კმ46). – https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=664190&lang=ge
აბასთუმანი-ყანობილის კმ1-კმ5 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები – https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663516&lang=ge
ხაშური-ახალციხე-ვალე საავტომობილო გზის კმ71-კმ76მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები – https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663486&lang=ge
საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის კმ70-კმ72 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები (მონაკვეთი პკ0+00-დან პკ11+20-მდე) – https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=663895&lang=ge
ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.




