“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
მეგობრებო, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობს ხალხი, ვისაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არ მიაჩნია.
აი ასე, არ მიაჩნიათ. ერთერთი ასეთი მოქალაქეა სალომე ზურაბიშვილი. კი ბატონო, არ მიაჩნიათ და ნუ მიაჩნიათ. ვცხოვრობთ ისეთებიც, ვისაც სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად მიგვაჩნია. პოლიტიკურ პატიმრად მივიჩნევ ყველას, სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც, თუ მასზე მთავრობის მეთაური იტყვის, რომ პოლიტიკიდან რომ წასულიყო, არ დავიჭერდითო. ანუ მნიშვნელობა არ აქვს, მე რა დამოკიდებულება მაქვს სააკაშვილთან, პრინციპი არის ერთი – დანაშაულისთვის უნდა გასამართლდე, და არა იმისთვის, რომ პოლიტიკიდან არ წახვედი იმის გამო, რომ მე მსჯელობას პრინციპებს და ფაქტებს ვაყრდნობ და არა პირად დამოკიდებულებას, იოლია ჩემთვის საძულველი ფიგურაც სამართლიანად განვსაჯო. მოკლედ, ვარსებობთ ისეთებიც და ასეთებიც. მიუხედავად იმისა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს არ ვეთანხმები, შემიძლია გავუგო.