რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ონკოლოგიური პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო

რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა, სადაც ახალი სქემის შესახებ, ექიმებისა და პაციენტების მოსაზრებები მოისმინა.
ქიმიოთერაპიის განყოფილება, კლინიკაში, რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და პაციენტებს მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას აწვდის.
მ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა განყოფილებებიც დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.
მინისტრმა, ყურადღება, კლინიკის განვითარების გეგმებზე და სამედიცინო სერვისების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა.
მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აგრძელებს ზრუნვას, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სერვისების მიღების გამარტივების მიმართულებით და როგორც ფინანსური, ისე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე Bloomberg-ის მასალაზე – უიტკოფს ხშირად ვესაუბრები, მაგრამ საუბრების შინაარსზე კომენტარს არ ვაკეთებ – ვიღაც ავრცელებს, ვიღაც უსმენს, მაგრამ ჩვენ არა, ალბათ, მიზანი ხელის შეშლაა

მიხეილ სააკაშვილი – სანაკოევის ადმინისტრაცია იყო უტყუარი სიმბოლო იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ეთნიკურ კონფლიქტთან, არამედ გარე აგრესორთან, ამიტომ, ლეგიტიმური ადმინისტრაცია 100%-ით რუსების მითითებით გაუქმდა