რუტემ NATO-ს წევრებს თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3.5%-მდე გაზრდისკენ მოუწოდა – Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, NATO-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ალიანის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 3.5%-მდე და დამატებით 1.5%-ის დახარჯვა თავდაცვასთან დაკავშირებულ სხვა პროდუქციაზე.
-ს პრეზიდენტის, ს ადმინისტრაცია ალიანსის წევრებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ აქტიურად მოუწოდებს. ტრამპი მიიჩნევს, რომ NATO-ს წევრები მშპ-ს 5%-ს უნდა ხარჯავდნენ თავდაცვაზე.
ტრამპის პოზიციას იზიარებს ალიანსის გენერალური მდივანიც.
21 თებერვალს, რუტემ ს პრეზიდენტთან, პეტერ პელეგრინისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდის მიწოდებით მიმართა.
“გაზარდეთ თავდაცვის ხარჯები. თუ ჩემს ზარებს არ უპასუხებთ, შეიძლება ზარები ძალიან სასიამოვნო ვაშინგტონელი კაცისგან მიიღოთ, რომელსაც, ასე ვთქვათ, შესაძლოა მეტი დროის შეზღუდვა აქვს იმაზე, თუ რისი მიღწევაც სურს” – თქვა რუტემ.
რუტემ აღნიშნა, რომ მუდმივ კომუნიკაციაშია ამ ქვეყნებთან, რომ მათ მომავალი ზაფხულის ჰააგის NATO-ს სამიტისთვის თავდაცვის დახანარჯების 2%-იან ნიშნულს მიაღწიონ.
შედეგად, ს მთავრობამ თავდაცვის ხარჯვის გასაზრდელად მრავალმილიარდიანი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც ქვეყნის თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-ს გადააჭარბებს.
ასევე, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა გამოაცხადა, რომ ბრიტანეთი 2027 წლისთვის თავდაცვის ხარჯებს მშპ-ს 2.7%-მდე გაზრდის, რაც გულისხმობს, რომ 2027 წლიდან დიდი ბრიტანეთი თავდაცვაზე 13.4 მილარდი ფუნტით მეტს დახარჯავს. მისივე თქმით, ბრიტანეთის მთავრობა “ცივი ომის დასრულებიდან დღემდე თავდაცვის ხარჯების უდიდეს ხანგრძლივ ზრდას დაიწყებს”.
ხოლო საფრანგეთში გაზეთ La Tribune Dimanche-ის დაკვეთით Ipsos-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ საფრანგეთის მოსახლეობის უმრავლესობა თავდაცვის ხარჯების ზრდას ემხრობა მაშინაც კი, თუ ეს ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვასთანაა დაკავშირებული.