რუს ტურისტებზე მორიგი გამონათქვამების გამო, სოხუმი მოსკოვთან თავს იმართლებს

აფხაზეთის კინოფონდის დირექტორის, ალექსანდრ ბასარიას განცხადებების სოციალური მედიით გავრცელებასთან დაკავშირებით, ს დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გააკეთა. განცხადებაში, კერძოდ, აღნიშნულია:
„რუსი ტურისტები არ წარმოადგენენ და ვერ წარმოადგენენ საფრთხეს აფხაზეთის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. პირიქით — ისინი ჩვენი ტურისტული ნაკადის ბირთვს წარმოადგენენ და მრავალი წლის განმავლობაში რჩებიან ჩვენი რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს სტუმრებად“.
ბასარიამ 8 ივლისს რუსი ტურისტები „ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხედ“ მოიხსენია. მისი თქმით, რუსი ტურისტები აფხაზეთში დაბალი ღირებულების საგზურებით ჩამოდიან და დასვენების დროს „ანკლავურად“ ცხოვრობენ — არ სურთ რესტორნებისა და ექსკურსიების მონახულება, რაც, ბასარიას შეფასებით, საფრთხეს უქმნის აფხაზეთის „ეროვნულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას“.
„ტურისტების განთავსების გეოგრაფია პრაქტიკულად ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს, რაც ხელს უწყობს კერძო სექტორის — პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. საგარეო ტურისტული ნაკადის წყალობით იზრდება ეკონომიკის სხვა სფეროების აქტივობაც. ეს ქმნის ჯანსაღი კონკურენციის პირობებს და მომსახურების ხარისხის უწყვეტი გაუმჯობესების შესაძლებლობას. რუსი ტუროპერატორები, რომლებიც აფხაზეთის მიმართულებით უკვე 20 წელზე მეტია საქმიანობენ, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენი ქვეყნისადმი სტაბილური ინტერესის ფორმირებაში“.
ტურიზმის სამინისტრო აფხაზეთისა და ს მოქალაქეებს მოუწოდებს, უგულებელყონ პროვოკაციული მოწოდებები რუს ტუროპერატორებთან კავშირების გაწყვეტის შესახებ და აფასებს მათ, როგორც დესტრუქციულს და “რესპუბლიკის ინტერესებთან შეუსაბამოს”:
„რუსი ტუროპერატორები მჭიდროდ თანამშრომლობენ ადგილობრივ ბიზნესთან, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ ეკონომიკაში და რჩებიან აფხაზეთის ტურისტული ბაზრის მთავარ მონაწილეებად“, — ნათქვამია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.
იქამდე კი,