რუსქოცობა ახალ მზაკვრობას ამზადებს – ბატიაშვილი

როგორც ჩანს, რუსქოცობა ქართველების დასაშოშმინებლად და მოსათაფლად ახალ მზაკვრობას ამზადებს (და ამაზე მინიშნებებს ქოცები უკვე აკეთებენ).
კერძოდ, საქართველოს მიერ დასავლეთთან ინტეგრაციაზე უარის თქმის “საკომპენსაციოდ” გვთავაზობენ ქვეყნის “გაერთიანების” მოსკოვისეულ გეგმას.
ამ გეგმის მიხედვით უნდა შეიქმნას ერთგვარი კონფედერაცია თბილისის, ცხინვალისა და სოხუმის მონაწილეობით, სადაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს უფლება ექნებათ ვეტო დაადონ ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს (რუსებმა თავის დროზე ე.წ. მინსკის შეთანხმებებით იგივე გაუკეთეს ს “დეენერისა” და “ელენერის” ხელით), იმ
მიზნით, რომ აღარასოდეს გამოგვივიდეს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება.
ყველაფერ ამას ლამაზი სიტყვებითა და დაპირებებით შეფუთავენ. რეალურად კი ეს იქნება აღდგენილ საბჭოთა კავშირში საქართველოს შეთრევის გეგმა.
მე მჯერა, რომ როგორც ერი გავიზარდეთ. ამგვარ სატყუარებზე არ უნდა წამოვეგოთ!

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული