2024 წელს რუსულმა კომპანია “ალბატროსმა”, რომელიც უპილოტო თვითმფრინავ “გერან-2”-ის (ირანული დრონ “შაჰედების” რუსული სახელწოდებაა) აწყობითაა დაკავებული, 95 მილიონ რუსულ რუბლზე მეტი მოგება მიიღო, რაც 2023 წლის შედეგზე 61%-ით მეტია. ამის შესახებ საგამოძიებო პროექტი “ვიორსტკა” სახელმწიფო რესურსების საბუღალტრო ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
კომპანიის წმინდა მოგებამ გასულ წელს თითქმის 430 მილიონ რუბლს მიაღწია, 2023 წელს კი 9,7 მილიონ რუბლს.
კომპანია “ალბატროსი” რეგისტრირებულია თათრეთის იალაბუგას ეკონომიკურ ზონაში. აქ წარმოებული დრონები უკრაინაზე იერიშებისთვის დარტყმებისთვის. გავრცელებული ინფორმაციით წელიწადში იქ ექვსი ათასამდე თვითმფრინავის აწყობა იგეგმება.
როგორც ჟურნალისტებმა ადრე გაარკვიეს, დრონების აწყობაში “იალაბუგა პოლიტექის” კოლეჯის სტუდენტებიც მონაწილეობენ. გარდა ამისა, Associated Press-ის თანახმად, რუსეთმა მოტყუებით გადაიბირა ქარხანაში სამუშაოდ აფრიკის ქვეყნებში მცხოვრები ქალები. სააგენტოს ერთ-ერთ თანამოსაუბრის თქმით, აღნიშნულ ქარხანაში აფრიკელ ქალებს “პირუტყვებივით ეპყრობოდნენ”.
2024 წლის აპრილში, ქარხნის საერთო საცხოვრებელზე დრონების იერიშის შედეგად ცხრა ქვეყნის, მათ შორის ყირგიზეთის, შრი-ლანკის, ზიმბაბვეს, რუანდის, კონგოს, კენიის, ნიგერიისა და სამხრეთ სუდანი მოქალაქეები დაშავდნენ.
ფორუმი