რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში მდებარე საავადმყოფოზე იერიში მიიტანეს – არიან დაშავებულები

ინტენსიური ბრძოლებია ში – რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ხარკოვის ოლქში მდებარე საავადმყოფოზე. არიან დაშავებულები, დაიბომბა სუმის ოლქიც.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ოკუპირებულ ყირიმში, ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, ბელბეკის აეროდრომს შეუტიეს.
პარალელურად, უკრაინამ და რუსეთმა კიდევ ერთხელ გაცვალეს სამხედრო ტყვეები.
ს თქმით, გაცვლის შემდეგ უკრაინაში 207 ჯარისკაცი დაბრუნდა. ს თავდაცვის სამინისტრო კი იუწყება, რომ 195 უკრაინელი ტყვე ამდენივე რუსი ჯარისკაცის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ფრონტზე საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტზე საუბრობს უკრაინის თავდაცვის მინისტრი. რუსტემ უმეროვის თქმით, ეფექტური წინააღმდეგობის გაწევისთვის, ქვეყანას არსებულზე სამჯერ მეტი ჭურვები სჭირდება. შესაბამისი დახმარების თხოვნით წერილი უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ევროკავშირის ქვეყნებს უკვე გაუგზავნა. საბრძოლო მასალის კრიტიკულ დეფიციტზე ისაუბრა CNN-თან უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმაც. უწყების მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ეს ეხება არა მხოლოდ ჭურვებს, არამედ საარტილერიო სისტემებსაც.
ევროკავშირის ქვეყნებმა მიმდინარე წელს უკრაინისთვის 21 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების გამოყოფა გადაწყვიტეს – ეს განცხადება ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
-მა უკრაინას “GLSDB” ბომბები გადასცა, რომელიც უკვე სამხედროებისთვის ფრონტზე გაიგზავნა. ინფორმაცია ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილე – ვიქტორია ნულანდმა კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

2012 წლის 17 მაისს ბექა ბასილაია მეუბნება, რომ ერთ საათში არის აუქციონი, წადი და მიიღე მონაწილეობაო. აუქციონი ისე ჩატარდა, არავის მიუღია მონაწილეობა. ამ ქონებაზე თითქოს მე ვთქვი, რომ 100 ათასი ლარი ძალიან იაფია და 700 ათას ლარზე ავიდეთ მეთქი- ოქმში ასახულია, რომ შენობა გაიყიდა 700 ათას ლარად

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ვალერი შოშიაშვილი: ცხოვრებაში ყველაზე რთული 12 საათი პროკურატურის შენობაში გავატარე, ბექა ბასილაია და ზაზა მალუძე, რომელიც იმ დროს იყო პროკურორი, საუბრობდნენ, დასჯის რომელი მეთოდი აჯობებდა – დაეწყოთ ჩემი ოჯახის წევრების დაჭერა თუ წავსულიყავი გლდანში და მაგ დროს კომპიუტერში რთავდა იმ კადრებს, რაც გლდანის ციხეში ხდებოდა