რუსულმა ძალებმა უკრაინას შეუტიეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა კიევის ოლქის ქალაქ ბილა-ცერკვაზე დრონებით იერიში მიიტანეს, თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მამაკაცის ცხედარი ავტოფარეხის კოოპერატივში ხანძრის ჩაქრობის დროს აღმოაჩინეს.
ამასთან, წუხელ რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ სუმსაც შეუტიეს, რის შედეგადაც დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი.
სუმის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი კრივოშენკოს განცხადებით, თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი შენობები დაზიანდა.
„დაზიანდა ოთხი საცხოვრებელი შენობა, ჩამსხვრეულია დაახლოებით 50 ფანჯარა. არიან დაშავებულები, მათ შორის ერთი ბავშვი. ხანძარი ლიკვიდირებული“, – აღნიშნა კრივოშენკომ.
რუსებმა ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის საპორტო ინფრასტრუქტურაც დაბომბეს. თავდასხმამ ხანძარი გამოიწვია.
„საფრთხეზე დროული რეაგირების წყალობით, შესაძლებელი გახდა მნიშვნელოვანი ნგრევისა და ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილება“, – განაცხადეს იზმაილის რაიონის სახელმწიფო ადმინისტრაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლალი მოროშკინა: რაო? პირადად ბიძინა ივანიშვილს და “ოცენებას” ჰააგაში გასამართლებით ემუქრებით? მეტის ღირსი ვართ, რომ 2012წელს უკანალში შერჭობილი თავები ამოგაყოფინეთ!!! ასე იცის ზედმეტმა დემოკრატიამ!!!

საბა ბუაძე – „ქართული ოცნება“ ეუთოს მისიას ყელმოღერებით პრეტენზიებს რომ უცხადებს, თავად რა გააკეთეს ფაქტების გამოკვლევისთვის და დამნაშავეების დასჯისთვის? – გამოიძიეს ვინ იყვნენ პირუტყვები, რომლებმაც ახალგაზრდებს სისხლიანი დღეები მოუწყვეს?