რუსულმა ძალებმა კუპიანსკი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკი არტილერიით დაბომბეს, რის შედეგადაც მოხუცი ქალი დაიღუპა და კიდევ ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.
„დღეს, ქალაქ კუპიანსკში მტრის მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად, 73 წლის მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა“, – წერს სინეგუბოვი სოციალურ ქსელში.
მისივე თქმით, კიდევ ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა ჭრილობები მიიღო და ის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
რუსული ძალების თავდასხმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე: მე, ბადრი და სხვა ლიდერები, შესაძლოა, ჯერჯერობით, ციხეში ვართ, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დაიწყოთ ქართველი ხალხის გამოყვანა ციხიდან, რომელშიც 13 წელია არიან – „ქართული ოცნების“ ცუდი მმართველობის ციხიდან

ვოლოდიმირ ზელენსკი – ჩვენი მთავარი მიზანია უკრაინისა და მთელი ევროპისთვის საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობა – უკრაინა რეალური ცეცხლის შეწყვეტისა და უსაფრთხოების ახალი არქიტექტურის შექმნისთვის მზად არის, ჩვენ მშვიდობა გვჭირდება