რუსულმა ძალებმა კიევს დაარტყეს, დაშავდა 11 წლის ბავშვი და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა

რუსულმა ძალებმა კიევს დაარტყეს, დაშავდა 11 წლის ბავშვი და დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ ინფორმაციას ს მერი, ვიტალი კლიჩკო ავრცელებს.
„სოლომიანსკის რაიონში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსი და დაშავდა 11 წლის ბავშვი, რომელსაც ექიმები სამედიცინო დახმარებას ადგილზე უწევენ“, – წერს კლიჩკო „ტელეგრამის“ არხზე.
კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი პოპკოს ცნობით, რუსულმა ძალებმა კიევის გარეუბნებს რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს და დილით კიევის საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობას განაგრძობდა.პოპკომ აღნიშნა, რომ დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, საბავშვო ბაღს და რამდენიმე საცხოვრებელ კორპუსს ხანძარი გაუჩნდა.