რუსულმა სასამართლომ მამუკა მამულაშვილს დაუსწრებლად მიუსაჯა პატიმრობა

მოსკოვის ბასმანის სასამართლომ სანქცია გასცა ში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მეთაურის, ს დაპატიმრებაზე, წერს სახელმწიფო მედია „ტასს“.
მედიის ცნობით, რუსულმა მხარემ მამულაშვილი შიდა და საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადა.
მამულაშვილს იმაში ადანაშაულებს, რომ უკრაინაში შეიარაღებული ფორმირება ჩამოაყალიბა და მასში სულ მცირე 24 საქართველოს მოქალაქე გააწევრიანა, რუსეთთან საბრძოლველად. გამოძიების განცხადებითვე, მამულაშვილი ინტერვიუში „დესტრუქციულ და ძალადობრივ“ მოწოდებებს აკეთებდა, მათ შორის – უკრაინაში შეჭრილი რუსი სამხედროების განადგურებაზე.
მამულაშვილის გარდა, რუსეთში საქმეები აღძრულია უკრაინაში მებრძოლი საქართველოს სხვა მოქალაქეების წინააღმდეგაც.
· ელისაშვილი, ოქრუაშვილი, დომენიკ მანგო და სხვები რუსეთის ძებნილთა სიაში

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე: 50 კაცზეა ახლა დაყრდნობილი “რობოკოპების” სისტემა, დანარჩენი უარს ამბობს უკანონო დავალებების შესრულებაზე – ივანიშვილს ვეუბნები: ყველა ინფორმაციას დეტალურად გვაწვდიან მის გარშემო მყოფი ადამიანები