რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლისა და მარგანეცის დასახლებები დაბომბეს – უკრაინაში ომი გრძელდება

უკრაინაში ომი გრძელდება. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში ნიკოპოლისა და მარგანეცის დასახლებები დაბომბეს.
გავრცელდა ინფორმაცია ხმელენკის ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ. ჩამოგდებულია უპილოტო საფრენი აპარატი.
დაიბომბა ჭურვებითა და ნაღმტყორცნებით სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები.
შეტევა განხორციელდა ხერსონის ოლქზეც, დაშავდა 1 ქალი და 2 ბავშვი. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ოლქში კასეტური ჭურვების გამოყენების შესახებ, რის შედეგადაც დაიღუპა 3 და დაშავდა 5 ადამიანი.
უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ფრონტზე წარუმატებელი იერიშები ოკუპანტებმა ოთხი მიმართულებით განახორციელეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა