რუსულმა კომპანია Russneft-მა ყულევის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანაში 105,3 ტონა ნავთობი ჩაიტანა- Reuters
რუსულმა კომპანია „Russneft“-მა ოქტომბერში ყულევის ნავთობგადასამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი ტვირთი მიაწოდა – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა reuters ავრცელებს.
წყაროს მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები ოფიციალურად არ გააჩნიათ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პერიოდში ეკონომიკური კავშირები მოსკოვთან გაღრმავდა, მაშინ როცა დასავლეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად დაეძაბა.
LSEG-ისა და ვაჭრის მონაცემებით, ტანკერმა Kayseri-მა 105,340 ტონა Siberian Light-ის ტიპის ნავთობი რუსეთის შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან ყულევის ნავთობტერმინალამდე 6 ოქტომბერს ჩაიტანა.
