რუსულმა თავდასხმამ ოდესაში ინფრასტრუქტურა დააზიანა

უკრაინის ოპერატიული სარდლობის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 11 მარტის ღამეს მოახდინეს მასობრივი თავდასხმა დრონებით ქალაქ ოდესაზე.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.
თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტი, რამაც გამოიწვია ხანძარი, რომელიც სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა ჩააქრეს.
ასევე დაზიანდა ქალაქის ადმინისტრაციული შენობები, ჩაიმსხვრა რამდენიმე სახლის ფანჯრები.
გარდა ამისა, დრონების ნამსხვრევებმა დააზიანა მიმდებარე შენობებიც.
სამხედროების ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ღამით 10 დრონი ჩამოაგდეს. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
8 მარტს, უკრაინის წარმომადგენელმა გაეროში სერგეი კისლიცამ განაცხადა, რომ ოდესაზე მუდმივი შეტევებით, ცდილობს უკრაინის საზღვაო კორიდორის დარღვევას.
6 მარტს, ოდესაზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად, დაიღუპა 5 ადამიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

მეგი გოცირიძე: ერთი ისტორია გამახსენდა, რაც 2007 წლის გაზაფხულზე მოხდა, როცა რამდენიმე პარლამენტარს ჯანდაცვის კომიტეტიდან გვთხოვა მიშამ ერედვში, ქურთასა და თამარაშენის მოსახლეობაში ძალიან ემოციური ფონია და იქნებ ჩახვიდეთ და მიხედოთო..