რუსულ ხორბალზე საექსპორტო მოთხოვნის ფასებმა იანვარში მიწოდებისთვის ორთვიან მაქსიმუმს მიაღწია და შეადგინა 235 აშშ დოლარი ტონაზე , რაც 7 დოლარით მეტია ვიდრე ერთი კვირით ადრე, განუცხადეს ინტერფაქსს ანალიტიკურ ცენტრ „რუს–აგრო–ტრანსში“.
ამასთან, ხორბლის მიწოდების ფასები კიდევ უფრო მაღალია – ტონაზე 240 დოლარი.
კვირის განმავლობაში ფრანგული ხორბალი 2 დოლარით გაძვირდა და ტონაზე 242 აშშ დოლარი შეადგინა, გერმანული ხორბლის ფასი არ შეცვლილა – 254 დოლარი, ამერიკული ხორბალი – 5 დოლარით, ტონაზე 244 დოლარამდე შემცირდა.