რუსული სააგენტოების ცნობით, რუსეთმა 21 უკრაინული დრონი ჩამოაგდო

სამშაბათს, რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა, მოსკოვის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით გაავრცელეს ცნობა, რომ ს ნახევარკუნძულის და ს რამდენიმე რეგიონის მიმართულებით უკრაინის მიერ გაშვებული 21 დრონი რუსეთის ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს ან გზა გადაუჭრეს.
სააგენტო „რიას“ ცნობით, რუსულმა სისტემებმა ყირიმის თავზე 11 დრონი ჩამოაგდო.
სევასტოპოლის რუსეთის მიერ დანიშნულმა გუბერნატორმა „ტელეგრამის“ არხზე თქვა, რომ ყირიმის უდიდეს ქალაქ სევასტოპოლზე თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რუსული სააგენტოების ცნობით, უკრაინის მიერ გაშვებული დრონები ბელგოროდის, ბრიანსკის, კალუგის და ტულის რეგიონების თავზეც ჩამოაგდეს.
კალუგის რეგიონის გუბერნატორმა „ტელეგრამზე“ განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევები ქალაქ კალუგის გარეუბანში, არა საცხოვრებელი შენობების სახურავზე დაეცა, თუმცა დიდი ზიანი ან ადამიანების დაშავება არ მოჰყოლია.
სააგენტო „როიტერმა“, რომლის მასალასაც ეს სტატია ეყრდნობა, ცნობების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო. უკრაინის მხრიდან კომენტარები ჯერ-ჯერობით არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – უვიზო მიმოსვლის გაუქმება შეიძლება უახლოეს პერიოდში გადაწყვეტილების საკითხი იყოს ევროკავშირში – დისკუსია დაწყებულია და ამა თუ იმ შედეგით დასრულება, საქართველოში არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული

მეუფე იაკობი – მინდა, ამ მონასტრის [ბოდბის] დედა და დები დავლოცო – ებრძვიან ხოლმე ლაჩრები, ხან ტელევიზია გამოვარდება, თუ მომხვდნენ ხელში, ვერ გადამირჩებიან, პატრონები ვერ უშველიან ჩემთან, ნახავენ უფლის ძალას