რუსულენოვანი საინფორმაციო სააგენტო Smart Press წერს, რომ თბილისის ცენტრში რესტორნების რუსული ქსელის, “სიროვარნიას” ფილიალი იხსნება, მხოლოდ ბრენდის სახელწოდება ინგლისური იქნება და არა რუსული და მას Cheesefarm ერქმევა. მათივე ცნობით, რესტორანი თავისუფლების მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე 5-ვარსკვლავიან სასტუმრო “პარაგრაფ თბილისში” გაიხსნება.