რუსული რაკეტა ჩამოვარდა ოდესაში, სადაც ზელენსკი საბერძნეთის პრემიერმინისტრს ხვდებოდა

რუსული რაკეტა ჩამოვარდა ქალაქ ოდესაში, სადაც ამავე დროს უკრაინის პრეზიდენტი საბერძნეთის პრემიერმინისტრს კირიაკოს მიცოტაკისს ხვდება. ზელენსკი იერიშის შედეგად არ დაშავებულა, თუმცა მისი თქმით, ის საკმაოდ ახლოს იყო, რომ რაკეტის ჩამოგდება დაენახა და გაეგონა. ზელენსკი და მიცოტაკისი ოდესაში გადაადგილდებოდნენ, როდესაც საჰაერო თავდაცვის სირენების ხმა გაიგეს.
“ჩვენ დღეს ვნახეთ სარაკეტო იერიში. თქვენ ხედავთ, თუ როგორ ვუმკლავდებით ამას, მათ არ ადარდებთ, სად ჩამოვარდება რაკეტა. ვიცი, რომ დღეს ამ იერიშს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა, ჯერ ყველა დეტალი არ ვიცი, მაგრამ ვიცი, რომ არიან დაღუპულები და დაჭრილები” – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, ომის ამ ეტაპზე ს ყველაზე მეტად საჰაერო თავდაცვის სისტემა სჭირდება.
“მალევე, როცა ჩვენს მანქანებს მივუახლოვდით, აფეთქების ხმა გავიგეთ. ვფიქრობ, ჩვენთვის ეს ყველაზე ცხადი შეხსენებაა, რომ აქ ნამდვილი ომი მიმდინარეობს” – თქვა კირიაკოს მიცოტაკისმა.