,,რუსული ნავთობის შეძენის გამო მომდევნო 24 საათში ინდოეთისთვის დაწესებულ ტარიფებს მნიშვნელოვნად გავზრდი”,- დონალდ ტრამპი

რუსული ნავთობის შეძენის გამო მომდევნო 24 საათში ინდოეთისთვის დაწესებულ ტარიფებს მნიშვნელოვნად გავზრდი, – ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
„მათ [ინდოეთი] ყველაზე მაღალი ტარიფები აქვთ. ჩვენ 25%-ზე შევჯერდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მომდევნო 24 საათში ამას მნიშვნელოვნად გავზრდი, რადგან ისინი რუსულ ნავთობს ყიდულობენ, ამით კი სამხედრო მანქანის მუშაობას ხელს უწყობენ და თუ ისინი ამის გაკეთებას აპირებენ, მაშინ მე კმაყოფილი ვერ ვიქნები“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მისი თქმით, ენერგორესურსებზე ფასების შემცირება ს პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ში ომის დასრულებას აიძულებს.
„თუ ენერგორესურსებზე ფასები საკმარისად შემცირდება, მაშინ პუტინი ხალხის მკვლელობას შეწყვეტს. თუ ენერგორესურსების ფასი კიდევ შემცირდება, ბარელზე 10 დოლარით, მას სხვა არჩევანი აღარ დარჩება, რადგან მისი ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.