რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 11 იანვარს უკრაინის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით სადგურ „რუსკაიაზე“ იერიში მიიტანეს. მილსადენი – „თურქული ნაკადი“, გაზის მიწოდებას თურქეთისთვის უზრუნველყოფს.
უწყება წერს, რომ უპილოტო აპარატები ჩამოაგდეს, თუმცა ნამსხვრევებმა გაზსადგურის შენობა და აღჭურვილობა დააზარალა, თანამშრომლები უვნებლად გადარჩნენ.
ამჟამად კომპრესორული სადგური თურქეთისთვის გაზის მიწოდებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.
რუსული მხარის მტკიცებით, 11 იანვარს თავდაცვის ძალებმა 85 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მათგან 16 – ვორონეჟის ოლქისა და კრასნოდარის მხარეში.