რუსული მხარის ინფორმაციით, სტივ უიტკოფი მოსკოვში მიმდინარე კვირაში ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წარმომადგენელს, სტივ უიტკოფს მიმდინარე კვირას მოსკოვში ელიან. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა რუსულ “ინტერფაქსთან” საუბარში განაცხადა.
კერძოდ, კითხვაზე, ელიან თუ არა მიმდინარე კვირას იუტკოფის მოსკოვში ვიზიტს, უშაკოვმა უპასუხა: “ველით”.
ცნობისთვის, ჯამში უიტკოფი უკვე სამჯერ იყო რუსეთში. მისი მორიგი ვიზიტი 23 აპრილს ლონდონში დაგეგმილი შეხვედრის ფონზე განხორციელდება, რომელზეც აშშ, უკრაინა და მისი ევროპელი მოკავშირეები რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭირო ნაბიჯებს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

იაგო ხვიჩია: ნარკოტიკით გარდაცვლილი ყველა ადამიანი არის ჩვენი ხელისუფლების სინდისზე. რის გამოც ეს ადამიანი გარდაიცვალა, ხელისუფლების მოწყობილია. უაზრო ნარკოპოლიტიკით მოკლეს ადამიანი! (ვიდეო)

ტატა ხვედელიანი: ახლა, როდესაც მილოცვები დასრულდა და „ოცნებამ“ პროპაგანდაც აამუშავა, მთავარი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია: რას ცვლის ეს გადაწყვეტილება სისტემურად და რა გარანტია გვაქვს, რომ მომავალ წელს ზუსტად იგივე პრობლემა აღარ განმეორდება?