რუსული მხარის ინფორმაციით, კრასნოდარზე დრონებით თავდასხმის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

კრასნოდარში, დრონებით თავდასხმის შედეგად, ავტოსადგურისა და საქვაბის შენობები დაზიანდა, – ინფორმაციას რუსული მედია რეგიონულ ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა.
„21 ივნისის ღამეს, რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატების მასიური თავდასხმის შედეგად, დაფიქსირდა კრასნოდარში მდებარე ავტოსადგურის შენობისა და საქვაბე ოთახის დაზიანება. წინასწარი მონაცემებით, უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა“, – აცხადებენ ოპერატიულ შტაბში.
მანამდე, ოპერატიული შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონებით მასიური თავდასხმა სამ რაიონზე : ტემრიუკზე, იეისკსა და სევერსკიზე მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ