რუსული მხარე იუწყება, რომ კრასნოდარზე დრონებით იერიშები განხორციელდა

უკრაინამ კვირა ღამით კრასნოდარის მხარეზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ვენიამინ კონდრატიევი იუწყება. 

კონტრატიევის მტკიცებით, იერიშების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა და დაფიქსირდა ხანძრის კერები. მისივე ინფორმაციით, დარტყმები დაფიქსირდა თემრიუკის რაიონის დაბა ვოლნაში, სოჭში და ანაპის სოფელ იუროვკაში.

„ყველაზე რთული ვითარება ვოლნაშია – დაზიანებულია ნავთობპროდუქტების რეზერვუარი, საწყობი და ტერმინალები,“ – დაწერა გუბერნატორმა Telegram-ზე.

კონდრატიევის თქმით, დაშავებული ორი პირი ჰოსპიტალიზებულია და საჭირო დახმარებას იღებს.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – საქართველოში ავტორიტარიზმის სწრაფი კონსოლიდაცია, სამოქალაქო სივრცის შევიწროება და ადამიანის უფლებებისთვის ძირის გამოთხრა მნიშვნელოვნად აზიანებს ქალთა უფლებებს და მდგომარეობას ქვეყანაში