რუსული მედია შალვა პაპუაშვილს ციტირებს (ვიდეო)

რუსული მედია შალვა პაპუაშვილის იმ განცხადებას ციტირებს, სადაც სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარე ვოლოდიმირ ზელენსკის უმადურს უწოდებს. პაპუაშვილმა დღეს კოჯორში ჟურნალისტებთან თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს განაჩენს მისივე ხალხი გამოუტანს.

ოპოზიცია აღნიშნული განცხადების გამო შალვა პაპუაშვილს აკრიტიკებს. ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე პირდაპირ ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის ყველა წევრი, პრაქტიკულად, რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, მოსკოვი “ქართულ ოცნებას” რუსული ჰიბრიდული ომის იარაღად იყენებს.

სწორედ ამიტომ დასანქცირდა ზუსტად რამდენიმე წლის წინ, ამიტომ დასანქირდა “იმედიც” და “პოსტ ტვ”-იც, რომ “ქართული ოცნება” და ივანიშვილის ყველა მსახური პრაქტიკულად ავრცელებს რუსულ დეზინფორმაციას. “ქართული ოცნება”, როგორც რუსული ჰიბრიდული ომის იარაღი, რომელიც ძალიან აქტიურად არის მხარდაჭერილი რუსეთის მიერ, არის მნიშვნელოვანი საწყისი მათი პროპაგანდისტული გზავნილების გავრცელებისა, – ამბობს დეკანოიძე.  

ივანიშვილის ხელისუფლების რიტორიკას რუსულ გზავნილებთან აიგივებს ნიკა ფარულავა. მისი თქმით, მსგავსი ფორმულირებები კრემლის ნარატივს იმეორებს.

რუსეთში ზუსტად ასე ოფიციალური პირები თუ მათი პროაგანდისტული საშუალებები ზელენსკიზე საუბრობენ, რომ მას განაჩენს გამოუტანს მისი ხალხი მაშინ, როდესაც ზელენსკის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, რაც კი ჰქონია და ყველაზე მაღალი სანდოობით სარგებლობს და მხარდაჭერას უცხადებს მას უკრაინელთა აბსოლუტური უმრავლესობა, უბრალო, ესეც არის მორიგ ჯერზე რუსული მესიჯის გადამღერება, – ამბობს ნიკა ფარულავა.  

“ლელოს” ლიდერი ირაკლი კუპრაძე კი ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდის განცხადებები უკრაინის ხელისუფლებისა და ხალხის მიმართ მეგობრულ დამოკიდებულებას ეწინააღმდეგება.

ომში მყოფი ქვეყნის ხელისუფლება გამოხატავს უკრაინელ ხალხს, რომელსაც მხარს უჭერს თვითონ უკრაინელი ხალხი და მის მიმართ პროპაგანდის, ბრალდებების და წარმოუდგენელი ფრაზების მოსმენა, რაც პაპუაშვილმა თქვა ცოტა ხნის წინ, რომ ამ ადგილას, რომ უკრაინელი ხალხი გაასამართლებს თავად ზელენსკის, ამის თქმის უფლების მიცემა საკუთარი თავისთვის ნიშნავს იმას, რომ ის არ არის მეგობარი უკრაინის სახელწიფოსი და უკრაინელი ხალხის, – ამბობს ირაკლი კუპრაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ – 20 ივნისს დაზარალებული, პროკურატურის მოწმე დაეთანხმა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ გიორგი გახარიას რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება არ გაუცია

პოლონელი ევროპარლამენტარი – როდის შემდეგ გახდა BBC ქიმიური იარაღის ექსპერტი? – ამბობთ, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლაა, მაგრამ შესაძლოა, ეს უბრალოდ სუვერენიტეტის აღდგენაა, შესაძლოა, საღ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება