რუსული მედია – რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 55 უკრაინული დრონი გაანადგურეს

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ქვეყნის ტერიტორიაზე 55 უკრაინული დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„გასული ღამის განმავლობაში მორიგე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 55 უკრაინული დრონი გაანადგურეს“, – აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიანსკის ოლქში 22 დრონი ჩამოაგდეს, 12 როსტოვის ოლქში, 10 სმოლენსკის ოლქში, 6 ვორონეჟის ოლქის თავზე, 4 სარატოვის ოლქის და ერთი კურსკის ოლქის ტერიტორიაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – გასაგებია, მსგავსი ტიპის ღონისძიებები ლიმიტირებულია, მაგრამ რაც “ქართულმა ოცნებამ” იკადრა, წარმოუდგენელი იყო, დავინახეთ ილია მეორის ავტორიტეტზე კაპიტალიზების მცდელობა – ის ყველას პატრიარქი იყო, არავის არჩევდა

გია ხუხაშვილი: იქ უნდა ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი, გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი, ზვიად გამსახურდიას მეუღლე. ამ ადამიანებს პატრიარქი ლაიტმოტივად გასდევს საქართველოს ისტორიაში