რუსეთის სარატოვის ოლქში, ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
სარატოვის ოლქის გუბერნატორის, რომან ბუსარგინის ცნობით, ქარხანაში ხანძარი დრონის ნამსხვრევების ჩამოვარდნამ გამოიწვია.
„საჰაერო თავდაცვის ძალებმა დრონები გაანადგურეს. სარატოვში სამრეწველო ქარხანა დაზიანდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ“, – წერს რომან ბუსარგინი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
ამასთან, რუსული „ტელეგრამ“ არხების ინფორმაციით, დრონებით თავდასხმა ქალაქ ენგელსზეც განხორციელდა, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ავიაბაზა მდებარეობს.
