რუსეთის ამურის ოლქში „ან-24“ ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი გაუჩინარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, გაუჩინარებული თვითმფრინავის მოსაძებნად მაშველები უკვე გაგზავნეს.
უწყებაში აღნიშნეს, რომ თვითმფრინავთან დაკავშირება ვერ ხერხდება.
ამურის ოლქის გუბერნატორმა, ვასილი ორლოვმა განაცხადა, რომ თვითმფრინავის ბორტზე 43 მგზავრი, მათ შორის 5 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფება.
