მიწისძვრის შემდეგ კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანი ამოიფრქვა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ადგილობრივ სეისმოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ცნობით, ძლიერი მიწისძვრის შემდეგ რუსეთის კამჩატკის ნახევარკუნძულზე ვულკანი კლუჩევსკაია სოპკა ამოიფრქვა. სპეციალისტების ინფორმაციით, ცხელი ლავა ვულკანის დასავლეთ ფერდობზე მოედინებოდა, ვულკანის ზემოთ ძლიერი ნათება ჩანდა და აფეთქებების ხმა ისმოდა.
აღინიშნება, რომ ბოლო დღეებში ვულკანი გააქტიურებული იყო – კრატერიდან ფერფლი იფრქვეოდა და ღამით ვულკანის ზემოთ ძლიერი ნათება შეიმჩნეოდა.
