რუსული კანონი: მოქმედება მეორე – იგივენი – გამოსვლა პირველი

2023 წლის მარტის მოვლენებიდან ერთი წლისა და ერთი თვის თავზე, როცა „ქართულმა ოცნება“ საზოგადოების წინააღმდეგობის გამო, იძულებული გახდა, ე.წ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონი თავად ჩაეგდო, ს პარტიამ პარლამენტში სადაო კანონპროექტი ხელახლა დააბრუნა.
კანონპროექტში შარშანდელთან შედარებით, ერთადერთი ცვლილებაა. ნაცვლად „უცხოური გავლენის აგენტისა”, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც -ის, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ფონდების გრანტებით მუშაობს, “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლად” უნდა გაფორმდეს და ყოველწლიურად, ფინანსური დეკლარაცია წარადგინოს, წინააღმდეგ შემთხვევაში – 25 ათასი ლარით დაჯარიმდება.
„ის, რომ ივანიშვილი ამ კანონპროექტს მიუბრუნდა მეტყველებს იმაზე, რომ „ოცნების“ კამპანია, ჯერ LGBTQ კანონთან დაკავშირებით, ქალთა კვოტირებაზე და ა.შ. არ გამართლდა, ამ ყველაფერმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო. ამის გადაფარვის მცდელობაა, ის ყველაფერი რაც ახლა ხდება. ვერ გამოიწვიეს საზოგადოება და ახლა ცდილობენ, წინასაარჩევნოდ სხვა თემა შემოაგდონ. ამ კანონპროექტს მხოლოდ ერთი ამოცანა აქვს, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და გაჩუმება“ გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტი
„ის, რომ ივანიშვილი ამ კანონპროექტს მიუბრუნდა მეტყველებს იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ კამპანია, რომელიც მათ ჰქონდათ, ჯერ LGBTQ კანონთან დაკავშირებით, შემდეგ, სხვა ტიპის მცდელობები, ქალთა კვოტირებაზე და ა.შ, არანაირად არ გამართლდა, ამ ყველაფერმა სათანადო შედეგი ვერ გამოიღო და ამ შედეგის გადაფარვის მცდელობაა, ის ყველაფერი რაც ახლა ხდება“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა გიორგი მელაშვილმა.
მისი თქმით, „მათ ვერ გამოიწვიეს საზოგადოება და ახლა ცდილობენ, წინასაარჩევნოდ სხვა თემა შემოაგდონ, რომლითაც პრობლემებს გადაფარავენ: მურუსიძე-ჩინჩალაძესა და სასამართლო კლანთად დაკავშირებით, პრობლემებს სიღარიბეზე, ემიგრაციაზე და სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
ანუ ცდილობენ, რომ რაღაცნაირად პარალელური რეალობა შექმნან და ამ პარალელურ რეალობაში მთელი საზოგადოება ამყოფონ. ქართული საზოგადოების დამოკიდებულება რუსული კანონისადმი ყველასთვის ძალიან კარგად არის ცნობილი და შესაბამისად, ვერავინ, ვერასდროს, ამ ქვეყანაში რუსული ტიპის მმართველობას ვერ შემოიტანს“.
გიორგი მელაშვილი ამბობს, რომ ამ კანონპროექტს როგორც შარშან, არც ახლა, საერთო არაფერი აქვს, ენჯეო სექტორის ფინანსების გამჭვირვალეობასთან, რადგან, როგორც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ისე დონორებს სრული ინფორმაცია აქვთ, თუ რა გრანტი შემოდის და რაში იხარჯება. შესაბამისად, ტყუილია „ქართული ოცნებას“ მტკიცება, რომ თითქოს, დონორებისგან დაპირება მიიღეს, რომ ენჯეო სექტორის დაფინანსება „უფრო გამჭირვალე იქნებოდა“.
„არანაირი მოლაპარაკება დონორებთან არ ყოფილა და პრინციპში ვერც იქნებოდა. ეს თავიდანვე იყო კანონპროექტი, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების დემოზინება და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მაქსიმალურად ცუდ ტონში გამოყვანაა. ამ კანონპროექტს ერთი ამოცანა აქვს, სამოქალაქო საზოგადოების დაშინება და გაჩუმება“ – მიაჩნია გიორგი მელაშვილს.
2023 წლის მარტის პროტესტის შემდეგ, მაშინდელი პრემიერი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე კატეგორიულად ამბობდნენ, რომ ე.წ აგენტების კანონი დახურულია და მას არასოდეს მიუბრუნდებოდნენ. დეპუტატი კი ირწმუნებოდა, რომ „გადათქმის შემთხვევაში, ამას იმხელა რისკი ახლავს, რომ შეიძლება ნებისმიერი ხელისუფლება დამთავრდეს“.