რუსული კანონის განხილვისას პაპუაშვილმა ხაბეიშვილი, ვაშაძე, ბოკუჩავა და ნაცვლიშვილი დარბაზიდან გააძევა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რუსული კანონის განხილვისას, თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატები – , , თინა ბოკუჩავა და დარბაზიდან გააძევა.
დღეს, პარლამენტი “ქართული ოცნების” მიერ დაინიციირებული რუსული კანონის პირველი მოსმენით განხილვას აგრძელებს. სხდომა მთელი დღის განმავლობაში ხმაურის ფონზე მიმდინარეობს: ოპოზიციონერი დეპუტატების სიტყვით გამოსვლას მმართველი პარტიის დეპუტატები შეძახილებით შეხვდნენ, ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გამოსვლისას ოპოზიციონერ დეპუტატები მაგიდაზე ხელებს აბრახუნებდნენ და სკანდირებდნენ: “არა რუსულ კანონს”.
სიტუაციის განმუხტვის საბაბით, შალვა პაპუაშვილმა დარბაზიდან ჯერ ხაბეიშვილი და ვაშაძე გააძევა, შემდეგ ბოკუჩავა და ნაცვლიშვილი და ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
“ევროპასთან ახლოსაც კი არა ხართ თქვენ თქვენი დამოკიდებულებით სახელმწიფოს მიმართ და კანონის მიმართ. რა გინდათ თქვენ საერთოდ ევროპაში, რა ევროპაზე საუბრობთ? წიგნებს კი არ კითხულობთ, აბრახუნებთ მაგიდაზე. ეგ არის თქვენი ევროპა? საუბარი და მოსმენაა ევროპა თუ ბრახა-ბრუხი, რაც გაქვთ ატეხილი აქ”, – ასე მიმართა ოპოზიციონერ კოლეგებს პაპუაშვილმა ტექნიკური შესვენების შემდეგ და სიტყვა თანაგნდეს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს გადასცა.
დღეს “ქართული ოცნება” რუსულ კანონს პირველი მოსმენით განიხილავს. პარალელურად, პარლამენტის უკან კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
რუსული კანონის გასაპროტესტებლად მოქალაქეები კანონპროექტის დაინიციირებიდან უწყვეტად, პარლამენტთან იკრიბებიან. გუშინ, 16 აპრილს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს ფიზიკურადაც გაუსწორდა. ორი დღის განმავლობაში ჯამში 30-მდე ადამიანი დააკავეს.
რუსული კანონის მიღებას ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის საფრთხედ შეაფასა ყველა საერთაშორისო პარტნიორმა და მეგობარი ქვეყნის ლიდერმა. კანონის მიღებას ეწინააღმდეგებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები – სპორტსმენები, მსახიობები, რეჟისორები, მწერლები, აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, სტუდენტები და ა.შ.
ამავე თემაზე:
· კი ევროპას, არა რუსულ კანონს – დღეს თბილისში ისევ გაიმართება 2 აქცია
· ონლაინმედიის აკრედიტებულ ჟურნალისტებს პარლამენტში არც 17 აპრილს შეუშვებენ
· პრეზიდენტი: ხელისუფლების დაჟინება, გაიტანოს კანონი, დესტაბილიზაციის რუსული სტრატეგიაა

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ხუციშვილი: 2007 წლიდან, როცა ქვეყანა საერთაშორისო ბანკს შეუერთდა, მნიშვნელოვანი წინსვლა ვიქონიეთ, ჩვენ უკვე გავხდით აზიის განვითარების ფონდის დონორი, ამიტომ ეს განსაკუთრებულ როლს გვანიჭებს

მარიამ წიკლაური: Ზეციდანაც მოგვეხმარებიან ჩვენი დიდი წინაპრები, ცოცხლები კიდე მკვდარს არ დავემსგავსებით და ერთობაში ვპოვებთ ხსნას, რომ ნამდვილი თავისუფლება მოვიპოვოთ! Ღმერთიც ჩვენთან იქნება! Და ერიც!