რუსული კანონის განხილვიდან მე-7 დეპუტატი, ანა წითლიძეც გააგდეს

რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენიდან ანა წითლიძეც გააძევეს.
ანა წითლიძე მეშვიდე დეპუტატია, რომელიც დარბაზიდან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გააძევა:
„არანაირი განხილვა არ აინტერესებს რუსულ ოცნებას. არანაირი მიზანი არა აქვთ აქ მუხლობრივი კითხვები დაისვას. გამომაგდეს რის გამო არ ვიცი, უბრალოდ ვუპასუხე ს კონკრეტულ კითხვაზე. ყველა ის ადამიანი ვინც ცდილობს შინაარსობრივი კითხვა დასვას გამოაძევეს გარეთ,“ — ამბობს ანა წითლიძე.
ამის მიზეზად ოხანაშვილმა „რეგლამენტის დარღვევა“ დაასახელა, რაც მისი თქმით, მიკროფონის გარეშე საუბარში გამოიხატებოდა.
მანამდე, სხდომათა დარბაზიდან გააძევეს დეპუტატები ქეთი თურაზაშვილი, , , თამარ კორძაია, და .

ასევე დაგაინტერესებთ