რუსული კანონის განხილვიდან გიორგი ბოტკოველიც გააძევეს

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პლენარულ სხდომაზე, რუსული კანონის მე-2 მოსმენით განხილვისას “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი, გიორგი ბოტკოველი დარბაზიდან გააძევა.
მუხლობრივი განხილვისას, დეპუტატები კითხვებს უსვამენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს. ბოტკოველმა საუბარ კანონის შეფასებით დაიწყო და მას “ფარსი” უწოდა, რა დროსაც პაპუაშვილმა მას მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, მისი ნათქვამი განსახილველ საკითხს არ ეხებოდა. მიკროფონის გათიშვილს შემდეგ ბოტკოველმა საუბარი მაინც გააგრძელა, რის გამოც პაპუაშვილმა მანდატურებს მისი დარბაზიდან გაყვანა სთხოვა.
იქამდე, იგივე მიზეზით, პაპუაშვილმა ორი ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი – და გააძევა დარბაზიდან.
მიკროფონს უთიშავს ყველა დეპუტატს, ვინც მისი შეფასებით, “არათემატურ” საკითხზე საუბრობს.
აღსანიშნავია, რომ იგივე პრაქტიკით მიჰყავდა სხდომა იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსაც. 29 აპრილს, როცა კომიტეტმა რუსული კანონს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი, ოხანაშვილმა დარბაზიდან ჯამში 17 ადამიანი გააძევა – 14 დეპუტატი და 3 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი.
ამ წუთებში პარლამენტი რუსულ კანონს მე-2 მოსმენით, პლენარულ სხდომაზე განხილავს. დღესვეა დაგეგმილი კანონპროექტის კენჭისყრა. პარლამენტში კვლავ აკრძალულია ყველა მედიის მუშაობა, გარდა ტელევიზიებისა.
პარალელურად, სოციალურ ქსელში რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები თვითორგანიზებულად გეგმავენ თბილისში ჩამოსვლას რუსული კანონის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის მისაღებად. მაგალითად, 12:00 საათიდან მოქალაქეთა კოლონა დან გამოემართება დედაქალაქისკენ. ორგანიზებული მსვლელობებით აპირებენ თბილისში ჩამოსვლას მოქალაქეები სხვა ქალაქებიდანაც, რაღა შეუერთდნენ საღამოს პარლამენტთან დაგეგმილ აქციას.