რუსული „ისკანდერის“ ნამსხვრევებმა კიევში დააზიანა აზერბაიჯანის საელჩოს შენობაც – ზელენსკი

კიევზე რუსული დრონებითა და რაკეტებით შეტევის შედეგად დაზიანდა აზერბაიჯანის საელჩოს შენობაც. ამის შესახებ დღეს, 14 ნოემბერს განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა მ. მისი ინფორმაციით, შენობა რაკეტა „ისკანდერის“ ნამსხვრევებმა დააზიანა.
თავად საელჩოს, ან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებიათ.
კიევზე ს ჯარების შეტევისას აზერბაიჯანის საელჩოს შენობა 2025 წლის აგვისტოშიც დაზიანდა.
უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და რაკეტებით მასირებული შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. 14 ნოემბრის დღის თორმეტი საათისთვის დადასტურებულია 4 ადამიანის სიკვდილი. დაშავებულია 29. ს მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავებულებს შორის არიან ორსული და ორი ბავშვი.
ს სხვადასხვა რაიონში დაზიანებული, ან ნაწილობრივ დანგრეულია ათეულობით სახლი და სხვა შენობები, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებები.
უკრაინის პრეზიდენტ ს განცხადებით, შეტევა საგანგებოდ იყო გათვლილი ისე, რომ რაც შეიძლება დიდი ზიანი მიეყენებინა ხალხისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის. ზელენსკიმ ევროპას და -ს კიდევ ერთხელ მოუწოდა ს საჰაერო თავდაცვის დამატებითი სისტემებით დაეხმარონ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ ყაველაშვილი ევროპიდან კრიტიკაზე – ზღაპრებს როცა ჰყვებიან, კვებავენ მილევად რადიკალურ ფრთას, აღარაფერი შეუძლიათ, საცოდავ დღეში არიან – გული მტკივა ახალგაზრდებზე, ვინც შეცდომაში შეიყვანეს და გამოკეტილი ჰყავთ, ისინი ჩვენ არ გვყავს გამოკეტილი ციხეში