რუსული დრონების პოლონეთში შეჭრას ნატომ ძლიერი პასუხი უნდა გასცეს – ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა უპასუხონ რუსული დრონების პოლონეთში შეჭრის ფაქტს.
„მე არ ვამბობ, რომ ნატო ჩავარდა. სადაც ნატოა, იქ ომი არ არის. მაგრამ ასეთი სიგნალები პასუხს მოითხოვს,“ – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ნატომ იარაღი უნდა გამოიყენოს, არამედ საჭიროა ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული ნაბიჯები.
ზელენსკის თქმით, ერთ-ერთი პასუხი შეიძლება იყოს ის, რომ უკრაინას მიაწოდონ იარაღი, რომელიც შეძლებს არა მხოლოდ დრონების ჩამოგდებას, არამედ იმ ქარხნების განადგურებას, სადაც ეს დრონები იწარმოება.
პრეზიდენტმა სანქციების გამკაცრებაზეც გაამახვილა ყურადღება:
„თუ რაკეტებისთვის საჭირო დეტალებს უცხოური კომპანიებისგან იღებს, ეს ზრდის მათ შესაძლებლობებს. გამოსავალია სანქციები ყველა კომპანიის მიმართ, ვინც ამ ნაწილებს აწვდის,“ – თქვა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ვიზების შეჩერება შეიძლება მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუ ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს – მოლაპარაკებები გრძელდება დემოკრატიულ უკუსვლასა და უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების სანქციების საკითხზე