რუსული გემი “ჟირინოვსკი” ბათუმში გაჩერდება – მედია

რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქი მშენებარე საკრუიზო გემის, ვლადიმირ ჟირინოვსკის მარშრუტშია.
ბათუმთან ერთად ლაინერის მარშრუტში შედის ქალაქები: სოჭი, ნოვოროსიისკი და სტამბოლი.
გამოცემა ПортНьюс-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვლადიმირ ჟირინოვსკი მოსკოვის სამდინარო გადაზიდვის კომპანიის დაკვეთით ასტრახანში შენდება. გემის გაშვება 2024 წელს იგეგმება, მისი ოპერატორი კომპანია Мостурфлот-ი იქნება. გემზე იქნება საცხოვრებელი კაბინები, საცურაო აუზები, ტერასები და სარესტორნო კომპლექსები.
აღსანიშნავია, რომ ლაინერს თავდაპირველად პეტრე დიდი ერქვა, თუმცა მას მოგვიანებით სახელი ს დუმის მკვდარი დეპუტატის, ვლადიმირ ჟირინოვსკის პატივსაცემად გადაარქვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ვოლსკი ეუთოს გენმდივნის ვიზიტზე – არის მოლოდინი, რომ „დიფ სთეითის“, ამჟამად ბრიუსელის მხრიდან ოპოზიციას კიდევ ექნება დახმარება, ამ დონის ადამიანის ჩამოსვლა კი ერთ-ერთი რესურსია, რომ ამას წერტილი დაესვას – ასეთი ვიზიტები ისტერიკაში აგდებს ოპოზიციას