რუსული გამოცემა Baza ოფისის ჩხრეკისა და მთავარი რედაქტორის დაკავების შესახებ იუწყება

რუსული ინტერნეტ-გამოცემა Baza მოსკოვის ოფისში ჩხრეკის შესახებ იუწყება. გამოცემის ტელეგრამ-არხით დღის 12 საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, დილით პოლიციელები და „ომონი“ მივიდნენ მთავარი რედაქტორის, გლებ ტრიფონოვის ბინაშიც, თავად ტრიფონოვი, მეზობლების ცნობით, გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს და მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია, რადგან კოლეგები, ნათესავები და ადვოკატები ტრიფონოვს ვერ პოულობენ.
კავშირი დაკარგულია ჩხრეკის დროს ოფისში მყოფ თანამშრომლებთანაც.
როგორც Baza წერს, ჯერჯერობით გაურკვეველია, უკავშირდება თუ არა ოფისის ჩხრეკა და მთავარი რედაქტორის დაკავება ს საგამოძიებო კომიტეტის მიერ დღეს, 22 ივლისს გავრცელებულ განცხადებას.
ამ განცხადების მიხედვით, მოსკოვში, კრასნოდარის და კრასნოიარსკის მხარეებსა და ბელგოროდის ოლქში ჩხრეკა ჩატარდა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც უკავშირდება პოლიციის თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებას. გამოძიების თანახმად, პოლიციელები გასცემდნენ „შეზღუდული წვდომის ინფორმაციას“, რომელიც შემდეგ ერთ-ერთ ტელეგრამ-არხზე ქვეყნდებოდა.
2019 წელს დაფუძნებული ინტერნეტ-გამოცემა Baza ინფორმაციას და სტატიებს ტელეგრამით და სხვა სოციალური ქსელებით ავრცელებს. 2022 წლის მარტში, ში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ რუსეთში „ფეიკების“ მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნისა და საიტების დაბლოკვის საფრთხის გამო რედაქციამ განაცხადა, რომ იძულებულია უფრო ფრთხილად იმოქმედოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ