რუსუდან ჯაყელი: 1-2 კვირის წინ 18 წლის ცოლზე მოძალადე კაცი გირაოთი გამოუშვეს, მაგრამ აი, ნინო დათაშვილი გაცილებით სახიფათოა საზოგადოებისთვის. თავისუფლება ნინო დათაშვილს!

რუსუდან ჯაყელი:
რომ შევაჯამოთ: სკოლის მასწავლებელს, ნინო დათაშვილს, მანდატურები უკანონოდ, უმიზეზოდ, ცემა-ტყეპით აგდებენ სასამართლოს შენობიდან. ნინო უწევს წინააღმდეგობას.
ნინოს, აბიტურიენტის დედას, უსჯიან წინასწარ პატიმრობას — თორემ მიიმალება ან მოწმეებზე ექნება გავლენაო.
ადვოკატები წარადგენენ 2019 წლის სამედიცინო დასკვნას, სადაც წერია, რომ ნინოს აქვს ხერხემლის დაზიანება. აქვე წერია, რომ ტკივილის გამო შეიძლება, განიცდიდეს „ემოციურ ლაბილობას“ — ანუ ტირილს, სევდას.
ეს დოკუმენტი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნინოს წინასწარი პატიმრობა გაეუქმებინათ. არც იმისთვის, რომ ნინოსთვის სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ — კვირები ელოდებოდა მარტივ სამედიცინო შემოწმებას.
სამაგიეროდ, ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნინოსთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნათ (ანუ უპირებენ, ძალით გადაიყვანონ 20 დღით კლინიკაში).
ნინოს ემუქრება ხონის ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვედრა. როგორც ამბობენ, ეს კლინიკა სრული ჯოჯოხეთია, სადაც ხშირად ძალით ასმევენ წამლებს და იყენებენ ელექტროშოკს.
ტირილი და სევდა არ არის დიაგნოზი. ყველანი ვტირივართ და ყველას გვეუფლება სევდა, მით უმეტეს ქრონიკული, გაუსაძლისი ტკივილის პირობებში. ცივილურ ქვეყნებში ბრალდებულს ფსიქიატრიულში მხოლოდ მაშინ ათავსებენ, როცა ის საზოგადოებისთვისაა საშიში და ფსიქიკურ დაავადებასა და ჩადენილ დანაშაულს შორის პირდაპირი კავშირი დგინდება.
ისიც წავიკითხე, რომ პროკურატურამ ეს დოკუმენტი განსაკუთრებით სახარბიელო დროს გამოაგორა: 50-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ უწევდათ, დაესაბუთებინათ, რატომ უნდა გაგრძელებულიყო ნინოს პატიმრობა.
რაც მთავარია, ეს ყველაფერი ნინოს დისკრედიტაციისთვის ხდება. უკვე წამოვიდა ზიზღის ნიაღვარი იმედზე და პოსტივიზე. ეს მეთოდები ქოცებს საბჭოთა კავშირის ჯალათებისგან აქვთ ნასწავლი.
1-2 კვირის წინ 18 წლის ცოლზე მოძალადე კაცი გირაოთი გამოუშვეს, მაგრამ აი, ნინო დათაშვილი გაცილებით სახიფათოა საზოგადოებისთვის.
თავისუფლება ნინო დათაშვილს! #თავისუფლებანინოდათაშვილს
[ფოტო ავიღე ნინოს FB-დან]