რუსუდან ბოგვერაძე: მე უარს ვამბობ ამ ორდენზე და ვუბრუნებ მას სახელმწიფოს!

“ოთხ ათეულ წელზე მეტია ერთგულად და უღალატოდ ვემსახურები მოსწავლე-ახალგაზრდობის სწავლა-აღზრდის საქმეს, ამაყი ვარ ჩემი პროფესიითა და აღზრდილებით. მიღებული მაქვს სამშობლოს უმაღლესი ჯილდო-ღირსების ორდენი, რომელიც ჩემი კეთილსინდისიერი მოღვაწეობის გამო გადმომეცა, გასული საუკუნის მიწურულს. დღეს, როცა იმავე ორდენით დაჯილდოვდა ჩვენ მიერ რუდუნებით აღზრდილი ახალგაზრდების დამარბეველი, სასიკვდილოდ და უსამართლო პატიმრობისთვის გამმეტებელი, მე უარს ვამბობ ამ ორდენზე და ვუბრუნებ მას სახელმწიფოს!” – წერს სოციალურ ქსელში თერჯოლის 1 სკოლის პედაგოგი რუსუდან ბოგვერაძე.