უკრაინა და აშშ შავ ზღვაში უსაფრთხოებაზე შეთანხმდნენ, რუსული სამხედრო გემები აღმოსავლეთში უნდა დარჩნენ. ამის შესახებ განცხადებას უკრაინის თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი ავრცელებს, რომელიც საუდის არაბეთში აშშ-სთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა.
“ყველა მხარე შეთანხმდა უსაფრთხო ნავიგაციის უზრუნველყოფაზე, ძალის გამოყენების შეწყვეტაზე და შავ ზღვაში კომერციული გემების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების აღკვეთაზე.
მნიშვნელოვანია! უკრაინული მხარე ხაზს უსვამს: რუსეთის მიერ საკუთარი სამხედრო გემების შავი ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის მიღმა გადაადგილება ამ შეთანხმების სულისკვეთების დარღვევად ჩაითვლება და განხილულ იქნება, როგორც შავ ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების უზრუნველყოფისთვის ვალდებულებების დარღვევა და უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, უკრაინას სრული უფლება ექნება გამოიყენოს თავდაცვის უფლება,” – წერს უმეროვი.
