რუსტემ უმეროვი – დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ფართომასშტაბიანი რეპატრიაციისთვის უაღრესად მგრძნობიარე და მტკივნეული სამუშაოები გრძელდება

დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დასაბრუნებლად მუშაობა გრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
„დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების ფართომასშტაბიანი რეპატრიაციისთვის უაღრესად მგრძნობიარე და მტკივნეული სამუშაოები გრძელდება. საუბარია 6000-ზე მეტი უკრაინელი დამცველის დაბრუნებაზე, რომლებმაც უკრაინის თავისუფლებას სიცოცხლე შესწირეს. ეს პროცესი შეთანხმებებით არის გათვალისწინებული“, – განაცხადა რუსტემ უმეროვმა.
რუსტემ უმეროვი სა და რუსეთს შორის დღეს განხორციელებულ ტყვეების გაცვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს პროცესი მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
შეგახსენებთ, დღეს უკრაინამ და რუსეთმა სტამბოლში მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის ტყვეები გაცვალეს.