“რუსოფობიის ასპექტებზე” ისაუბრეს საქართველოში გამართულ კონფერენციაზე

თბილისში გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით: „საქართველოს დაბრუნება ს იმპერიაში – ისტორიული სიმართლე კონიუნქტურული სიცრუის წინააღმდეგ“. 24 მაისს ჩატარებული ღონისძიების ორგანიზატორი იყვნენ ევრაზიის ინსტიტუტი და მისი ლიდერი გულბაათ რცხილაძე.
დისკუსიის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს ისტორია რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში და აღნიშნეს, რომ რუსეთთან შეერთების გზით საქართველომ „გაცილებით მეტი სარგებელი მიიღო, ვიდრე იმპერიამ“.
ღონისძიებაზე წაიკითხეს ევრაზიის ინსტიტუტის მიერ მიღებული რეზოლუცია რუსოფობიაზე, რომელშიც საუბარია პარტია „ქართული ოცნების“ ინიციირებულ „აგენტების კანონზე“. პროკრემილისტური ორგანიზაციის არგუმენტები „ქართული ოცნების“ პოზიციასთან თანხვედრაშია.
„თუ განვიხილავთ „გამჭვირვალობის კანონს”, არა მხოლოდ როგორც საკანონმდებლო აუცილებლობას, არამედ, როგორც პოლიტიკური ტესტის გარკვეულ ფორმას, ნათელი ხდება დასავლეთის უპატივცემულობა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი სურვილის შესახებ სრულად დაიქვემდებაროს საქართველო. ეს დასავლეთის გარკვეული წრეების დამოკიდებულება, რაღაც „გლობალური ომის პარტია“ კი არა, არამედ გლობალისტური დასავლეთის მმართველი ელიტის კონსოლიდირებული პოზიციაა. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ გლობალისტურ დასავლეთს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ იარაღად სჭირდება. საქართველო გეოპოლიტიკური თამაშის პაიკია“, – ნათქვამია დოკუმენტში, რომელიც შეხვედრაზე გულბაათ რცხილაძემ წაიკითხა.
რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, „გადადგას ნაბიჯები რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისკენ – ღიად და დაუფარავად“.
„მოდით უარი ვთქვათ უტვინო, ირაციონალურ რუსოფობიაზე და გავერთიანდეთ ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებზე დაყრდნობით, რომელიც გამორიცხავს ეროვნებათშორის შუღლს. ეს არ არის პირველი, მაგრამ უკანასკნელი მსგავსი მოწოდებაა, მეტი დრო არ რჩება“, – ნათქვამია დოკუმენტში.
შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა ევრაზიის ინსტიტუტის გამგეობის წევრი გოგი გონგაძეც.
„მე ჯარში ვმსახურობდი, როცა ჩვენი არმია ში შევიდა, ტელეცენტრის აღებაში ვმონაწილეობდი, არასდროს მინანია ეს, პირიქით ვამაყობ, ვინაიდან საბჭოთა არმიაში მე, როგორც ქართველი, თავს მშვენივრად ვგრძნობდი, ყველანი კარგად მექცეოდნენ, ქართველების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა იყო“, – მოჰყვა ის.
გასულ თვეში, აპრილის ბოლოს, თბილისში, რუსმა და ქართველმა ექსპერტებმა, ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა კონფერენცია ჩაატარეს და განიხილეს თემა „ტრადიციული ფასეულობები, როგორც ქვეყნებისა და ხალხების დაახლოების ფაქტორი“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: …ამ დროს კი შენი მინისტრი 70 000–დოლარიან მანქანაზე ზის და ცოლი კი 105 000 –ევროანი მანქანით დასდის და წიხლზე ჰკიდია შენი პრობლემები – რანაირად ხართ მეგობრები და თუ მეგობრები არ ხართ, როგორ უღალატებ?

გიორგი რუხაძე – ხაბეიშვილი პოლიციელს რამე კანონსაწინააღმდეგოს არ სთხოვდა, მისი განცხადება პოლიტიკური დაპირებაა – უარესს აკეთებდა ივანიშვილი, პირდაპირ თქვა, ყველა ოპოზიციურ ლიდერს, რომელიც შემომიერთდება, მილიონ ლარს მივცემო

პეტერ ფიშერი – გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოში არსებული დასაძრახი ვითარება განვიხილეთ – მთხოვა გავაგრძელო გერმანიისთვის კომუნიკაცია სიცხადით, ღირსებითა და სიმტკიცით