რუსმა ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს Microsoft-თან აშშ-ის ხელისუფლების მიმოწერაზე

-ის კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო(CISA) იტყობინება, რომ რუსმა ჰაკერებმა წვდომა მოიპოვეს Microsoft-ისა და შეერთებული შტატების რამდენიმე ფედერალური სააგენტოს მიმოწერაზე.
ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, სააგენტომ დაავალა ფედერალურ სამთავრობო უწყებებს, “დაუყოვნებლივ შეამცირონ მნიშვნელოვანი რისკი, რომელიც დაკავშირებულია ს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ კიბერსაფრთხესთან.”
საუბარია ჰაკერული ჯგუფის, Midnight Blizzard-ის მიერ იანვარში განხორციელებულ კიბერშეტევაზე, რომელიც რუსეთთან ასოცირდება. თავდასხმის შედეგად ჰაკერებმა მოახერხეს Microsoft-ის ელექტრონული ფოსტის ანგარიშების გატეხა.
სააგენტომ არ დაასახელა კონკრეტული დეპარტამენტები, რომელთა წერილებიც ჰაკერებმა გატეხეს, მაგრამ აღნიშნა, რომ მათ მიიღეს მიზნობრივი გაფრთხილება.
“ჩვენ მოვითხოვთ დაუყოვნებლივ მოქმედებას ჩვენი ფედერალური სისტემებისთვის რისკების შესამცირებლად, – თქვა CISA-ს დირექტორმა ჯენ ისტერლიმ, – რამდენიმე წელია, აშშ-ის მთავრობა რუსეთის მიერ ორგანიზებულ მავნებლურ კიბერაქტივობას დოკუმენტურად სწავლობს. ახლა ამ გრძელ სიას Microsoft-ი ემატება. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას ფედერალურ მთავრობასთან და კერძო სექტორში ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობით, რათა დავიცვათ ჩვენი სისტემები ასეთი საფრთხისგან.”
აშშ-სა და ევროპაში სამთავრობო უწყებების წინააღმდეგ ჰაკერული თავდასხმები ბოლო დროს გახშირდა. ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე დიდი ასეთი თავდასხმა იყო გერმანიის ბუნდესვერის ოფიცრებს შორის საუბრის გაჟონვა ინტერნეტში, რომელშიც ისინი მსჯელობენ ბალისტიკური რაკეტა „Taurus-ის” შესაძლო თავდასხმაზე ს ხიდზე.
· ჩანაწერი რუსეთის Russia Today-ს ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა გამოაქვეყნა 1 მარტს.
· საუბრის მონაწილეები განიხილავენ სთვის „ტაურუსის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, რაც გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ჯერჯერობით უარყო.
· კანცლერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ინფორმაციის შესაძლო გაჟონვა „ძალიან სერიოზულია“.
· გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა 3 მარტს განაცხადა, რომ რუსეთს „საინფორმაციო ომი“ აქვს გაჩაღებული, რომლის მიზანი გერმანიის შიგნით უთანხმოების გაღვივებაა.
· რუსეთი ჰაკერულ თავდასხმებში მონაწილეობას უარყოფს.

ასევე დაგაინტერესებთ

თეონა აქუბარდია – ადამიანები, რომლებსაც აქვთ დასავლური განათლება, თავს იმცირებენ, მარიონეტებად არიან ქცეული, ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ დიაგნოზია, რომ მწყობრში მიდიან უფსკრულისკენ