რუსმა პოლიტიკოსმა ნადეჟდინმა განაცხადი შეიტანა პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის

რუსმა პოლიტიკოსმა ბორის ნადეჟდინმა – რომელიც ღიად გამოდიოდა ში მოსკოვის შეჭრის შეჩერების მოწოდებით – ქვეყნის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განაცხადი შეიტანა, 17 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატად რეგისტრაციის მიზნით.
მისი ვებსაიტის თანახმად, 31 იანვრისთვის მას ჰქონდა 110 000-ზე მეტი ხელმოწერა. ეს აჭარბებს კანდიდატის რეგისტრაციისათვის საჭირო ხელმოწერების რაოდენობას, 100 000 ხელმოწერას.
კომისიას 10 დღე აქვს ხელმოწერების ავთენტიკურობის დასადგენად და იმის გადასაწყვეტად, ექნება თუ არა ნადეჟდინს ნებართვა პრეზიდენტად კენჭისყრისთვის.
უზბეკეთში დაბადებულ 60 წლის ნადეჟდინს მხარს უჭერენ პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ს მოკავშირეები და უცხოეთში მცხოვრები ოპოზიციონერები მაქსიმ კაცი და მიხაილ ხოდორკოვსკი, მიუხედავად ფართოდ გავრცელებული მოლოდინისა, რომ არჩევნებს ადვილად მოიგებს მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი – იგი რუსეთს პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის რანგში 1999 წლიდან მართავს.
პრეზიდენტობის კანდიდატად პუტინი მიმდინარე კვირაში გაატარეს რეგისტრაციაში. მისი ოპონენტების უმრავლესობა ან ციხეშია, ან, უსაფრთხოების მოსაზრებებიდან გამომდინარე, უცხოეთს აფარებს თავს.

ასევე დაგაინტერესებთ

„წინააღმდეგობის პლატფორმა“ – ირაკლი კობახიძის ღია წერილი კიდევ ერთხელ ამხელს სიმართლეს: რეჟიმი, რომელიც უპირისპირდება სტრატეგიულ პარტნიორს – აშშ-ს, უპირისპირდება ქართველი ხალხის არჩევანს, თავისუფლებას, დასავლურ კურსსა და დემოკრატიას

პროკურორი – მას შემდეგ, რაც დაზარალებულმა 18 წლის ბიჭმა გავლისას უბრალოდ მხარი გაარტყა, ბრალდებულმა ის “რატის ბარის” უკანა სივრცეში ერთ-ერთ ოთახში შეიყვანა, დანით სხეულზე დაზიანებები მიაყენა, დაჭრილი მიატოვა და სუფრასთან დაბრუნდა