რუსმა მესაზღვრეებმა ოფიციალურად დატოვეს სომხეთის დედაქალაქ ერევნის საერთაშორისო აეროპორტი ზვართნოცი, სადაც 1992 წლიდან იმყოფებოდნენ რუსეთ-სომხეთის სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულების საფუძველზე.
რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, ერევნის აეროპორტიდან რუსი მესაზღვრეების გაცილების ცერემონია 31 ივლისს გაიმართა. სომხეთის სასაზღვრო ძალების მეთაურმა ედგარ უნანიანმა რუსულ მხარეს მადლობა გადაუხადა 32-წლიანი ერთობლივი სამსახურისთვის.
ვრცლად www.radiotavisupleba.ge
