რუსლან აბაშიძემ ირანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

ს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
„მთავრობის თავმჯდომარემ ირანის პრეზიდენტისა და მთავრობის წარმომადგენლების გარდაცვალებასთან დაკავშირებით გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს თანაგრძნობა გამოუცხადა” , – ნათქვამია ინფორმაციაში.