რუსი სენატორი: ზურაბიშვილი არის უცხოეთის მთავარი აგენტი საქართველოში

რუსი სენატორი ალექსეი პუშკოვი საქართველოს პრეზიდენტს, ს ქვეყნის მთავარ “უცხოელ აგენტს” უწოდებს. ამის შესახებ ის ტელეგრამზე წერს.
“საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არის მთავარი უცხოელი აგენტი საქართველოში, რომელიც დიდი ხანია და შეგნებულად მუშაობს ქვეყნის გარე ძალებისთვის დამორჩილებაზე. ამ მიზეზით ეწინააღმდეგება ის უცხოელი აგენტების შესახებ კანონს: თავისი შინაარსით ეს კანონი თავას მას ეხება, თავისი ვექტორით კი მისი საქმიანობის წინააღმდეგაა მიმართული”, – წერს პუშკოვი.
რუსი სენატორის ეს პოსტი ტელეგრამზე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის მოღალატის წოდებას მოჰყვა. ეს განცხადება მ გუშინ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა.